saqarTvelos arxebi - gardabnis arxi

ტერიტორიული ერთეული გარდაბნის მუნიციპალიტეტი
სიგრძე 16.9 კმ

 

ისტორიული სახელწოდება: მარინეს არხი.

ერთ-ერთი დიდი და სრულყოფილი სარწყავი სისტემა ქვემო ქართლში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში. არხი აუგიათ მეფე ვახტანგ VI-ის განკარგულებით, შემდეგ მოშლილა და 1864-1867 წლებში ხელახლა გაუყვანიათ. XX საუკუნეში რამდენჯერმეა ძირეულად რეკონსტრუირებული. არხი იწყება ქალაქ რუსთავის ხიდთან, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, მიემართება სამხრეთ-აღმოსავლეთით და ჯანდარის ტბას უერთდება. სიგრძე 16,9 კმ. გამტარიანობა 16 მ³/წმ. მაგისტრალური არხიდან ყოველი კილომეტრის შემდეგ გაყვანილია 16 განმანაწილებელი არხი (საერთო სიგრძე 112 კმ). გარდაბნის არხი რწყავს 11,3 ათ. ჰა მიწას.